Tuesday, June 18, 2019

პროექტი "ეკოლოგიური წიგნიერება"

პროექტის გეგმა


მიმართულება რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროექტი

ეკოლოგიური წიგნიერება
პროექტის მიზანი

მოსწავლეები გაეცნონ დაცულ ტერიტორიებსა და კულტურულ-ისტორიულ-ძეგლებს,  გააცნობიერო პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ,
შეძლო მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაში;  
პროექტის ხანგრძლივობა (თვეები)

2-4 კვირა
პროექტის ხელმძღვანელი
ხატია დევსურაშვილი
პროექტში მონაწილე კლასი/კლასები
IV-8
პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა
28
ბიუჯეტი:



პროექტის  აღწერა

პრობლემის აღწერა

პროექტი ეხება ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, გარემოს გაფრთხილებას და გარემოში იდენტური თვოთმყოფადი ძეგლების შენარჩუნება-დაცვას.
გარემოს დაბუნძურება პირდაპირ აისახება ცოცხალი არსებების სიცოცხლისუნარიანობაზე. ეს აქტუალური პრომლემაა და მომავალი თაობების აქტიურად ჩართვას მოითხოვს, ვინაიდან მათი ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურ ცვლილებების გავლენაზე, საწინდარია ეკოსისტემის გაფრთხილებისა და შენარჩუნების.
სწავლების განმავლობაში ბავშვები გაეცნობიან ეკოსისტემის დაბინძურების სავალალო შედეგებს, გაეცნობიან ადრეულ გარემოს, ასევე გაიგებენ თუ რა ღირებულების მატარებელია ნაკრძალების არსებობა და რა უნდა მოიმოქმედონ ეკოსისიტემის გადასარჩენად.

ქართული ენის და ბუნების სასწავლო კურსით შესაწვლი თემატიკა შეეხებოდა ნაკრძალებსა და გარემოს დაცვას. მნიშვნელოვანია, ბავშვებმა რეალობაში ნახონ დაცული ტერიტორია და გაეცნონ მათი მოვლის და შენარჩუნების აბსოლუტურობას.




პროექტის ბენეფიციარები
პროექტის ბენეფიციარები არიან დაწყებითი კლასის მოსწავლეები.
ეს აქტუალური პრომლემაა და მომავალი თაობების აქტიურად ჩართვასა მოითხოვს, ვინაიდან მათი ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურ ცვლილებების გავლენაზე, საწინდარია ეკოსისტემის გაფრთხილებისა და შენარჩუნების.



პროექტის მიზანი   და შედეგების შეფასების ინდიკატორები



პროექტის მიზანი
შედეგის შეფასების ინდიკატორი
საწყისი მდგომარეობა

 სამიზნე მდგომაროება

გარემოს დაცვა;
მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება
შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლეები უფრთხილდებიან გარემოს, იცავენ ბუნებაში წესებს, უფრთხილდებისნ ეროვნულ-ისტორიულ ძეგლებს
არ იციან რა დატვირთვის მატარებელია ნაკრძალები, როგორ გაუფრთხილდნენ ეკოსისტემას, როგორ დაიცვან ძეგლები
ისწავლიან ბუნების მოვლა-გაფრთხილებას, ისწავლიან ისტორიული მემკვიდრეობის გაფრთხილებას







პროექტის ამოცანები: 

N

ამოცანა
1
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას გარემოს დაბინძურების შედეგად მიღებული ზიანის შესახებ და იმსჯელებენ გამომწვევ მიზეზების არიდებაზე/ ალტერნატიული გზების დასახვაზე
2
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების- ნაკრძალების-შესახებ, იმსჯელებენ  ადამიანების როლზე ამ საქმიანობაში (თუ რატომ შეიქმნა ნაკრძალები, რა მიზანს ემსახურება და ა.შ.)

3
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას კულტურული ეგლების შესახებ, იმსჯელებენ ძველ ძეგლებზე, რომლებიც აღარაა ან/და განადგურების პირასაა, რატომ შედიან ზოგადად საქართველოს ძეგლები unesco-ს მშოფლიო დაცვის ძეგლთა სიაში, რა როლი გვაქვს ქართველებს ამ საქმეში
4
გასვლითი გაკვეთილი-ექსკურსია


ამოცანა

         
განხორციელების გზა
1
·         მოსწავლეები დაიყოფიან 4-5 კაციან ჯგუფებად,
·         პირველ კვირას ყოველდღიურად შეხვედრები ჯგუფებთან და POWERPOIT-ში სლაიდების აწყობის სწავლება.

2
·         თითოეული შეთავაზებული თემიდან ( ნაკრძალები, ეკოლოგიური კატასტროფების, ისტორიული ძეგლების, მუზეუმების) აირჩევს ერთს და მოამზადებს პრეზენტაციას.
·         თემატურ-საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება, WORD-ის ტექსტურ რედაქტორში;
·         მოსაწვევების დამზადება;
·         მშობლებს გაეწევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად ჩაერთონ და დაეხმარონ.

3
კლასში მოხდება პრეზენტაცია
4.
 დაიგეგმება გასვლითი გაკვეთილი-ექსკურსია  ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალ უფლისციხესა და ი.გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში;












პროექტის განხორციელების გრაფიკი
პირველი კვირა
დაყოფა ჯგუფებად და თემების შერჩევა, ინფორმაციის მოძიება
მეორე კვირა
მოძიეებული ინფორმაციის მონიტორინგი -დახარისხება
მესამე კვირა
პრეზენტაციების აწყობა , თემატური ბუკლეტების  , პარალელური კლასელებისთვის, სასკოლო საზოგადოებისა და მშობლებისათვის  მოსაწვევების დამზადება.
მეოთხე კვირა
პრეზენტაცია





პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები

რისკი

რისკის შემცირების სტრატეგია
ჯგუფის წევრების არასრული ჩართულობა სამუშაო პროცეში
მონიტორინგი წევრების საქმოანობის შესახებ და ჯგუფის წევრების ანონიმური შეფასება
პროექტის ვადების დარღვევა
მონიტორინგი ყოველ კვირეული

   
პროექტის მდგრადობის შეფასება




პროექტის მიმდინარეობისას ხელი შეეწყობა გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავებას; ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის გაღვივებას; მოტივაციის ამაღლებას; საგანთა შორის ინტეგრაციას; გარემოზე დაკვირვების, ჯგუფური მუშაობის, სოციალური, კვლევითი   და თვითმართვის, დაგეგმვის  უნარების განვითარებას; ცალკეულ საგანში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას; ინფორმაციის შეგროვებას;  ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას; მსოფლმხედველობისა და ქცევის ნორმების ჩამოყალიბებას;
 პროექტით სწავლა აძლევს მოსწავლეს ახალ ცოდნას ბუნებაზე, საზოგადოებაზე, ისტორიულ მოვლენებზე, .. წარმოადგენს სწავლის პროცესის ნაწილს. მოსწავლეები გადააბიჯებენ ასწლეულებს, სადაც ბევრ ნაცნობთან ბევრი სიახლე და აღმოჩენა ელოდებათ. ურთიერთობა მასწავლებელთან, მისი რეკომენდაციები, შენიშვნები ახდენენ აღმზრდელობით ზეგავლენას მოსწავლეებზე. თვით შესასწავლი მასალა ზნეობრივად და ესთეტიკურად მოქმედებს ბავშვების ცნობიერებაზე. აქედან გამომდინარე, პროექტი ხდება პედაგოგიური პროცესის ნაწილი, რომელიც იღებს თავის თავზე ადამიანის განათლებისა და აღზრდის ფუნქციებს, მისი მსოფლმხედველობის ფორმირებას.










რეფლექსია
გარემოს დაცვა, მასზე  ზრუნვა, ისტორიული-კულტურული ძეგლებისა და დაცული ტერიტორიების გაფრთხილება, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა 21-ე საუკუნეში.მსოფლიო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მსოფლიო მაშტაბით, ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს არ ზოგავენ მათი დაცვის, აღსადგენისა და განვითარების საქმეში.
სწორედ განათლების მთავარი როლი მდგომარეობს იმაში, რომ მომავალ თაობებს ჩავუნერგოთ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები, რათა ადეკვატური წვლილი შეიტანონ გარემოს გადარჩენის საქმეში.
პროექტის ფარგლებში დავგეგმე IV კლასის მოსწავლეებთან ერთად მუშაობა ეკოლოგიური წიგნიერების მიმართულებით და სამი ძირითად ქვემიმართულებებით მვუშაობდით. ესენია: გარემოს დაბინძურება-ეკოლოგიური კარასტროფები, დაცული ტერიტორიები- ნაკრძალები, კულტურულ ძეგლების მოვლა-გადარჩენა.
პირველ ეტაპზე ბავშვებს ვასწავლე ინტერნეტში ინფორმაციის სწორად მოძიება (მითითებული მისამართებით),პრეზენტაციების შექმნა  MS POWERPOINT-ით. ასევე ელეკტრონული ფოსტით სარგებლობა, რათა მუდმივ საკონსულტაციო კავშირშე ყოფილიყვნენ ჩემთან და მიმეცა საჭირო რეკომენდაციები სამუშაოსთან დაკავშირებით.
ბავშვებმა კარგად გაართვეს თავი სამუშაოს, რაც მთვარია, ინტერესით ჩაერთვნენ, ბევრი საინტერესო და სასრგებლო ფაქტი გაიგეს.
მოცემული პროექტის ფარგლებში ყოველკვირეული მონიტორინგი მიმდინარეობდა ჯგუფური მუშაობისა და მოძიებული მასალის ირგვლივ, რაც ამცირებდა სამუშაოსთვის თავის არიდების რისკს, საპრეზენტაციო მასალაშიარამიზნობრივი ინფორმაციის არსებობას. ნაწილობრივ სირთულეს წარმოადგენდა  ამ პროგრამით მუშაობა, რადგან პირველად შეეხნენ ასეთ ვითარებაში (მანამდე ფორმატებით მუშაობდნენ), თუმცა ძალიან მოეწონათ და ამიერიდან ასეთ ფორმატში შეასრულებენ, რაც გარკვეულ წილად დროსა და ხარჯებს დაზოგავს, თან უფრო საინტერესო იქნება.
პროექტის დასასრულს ბავშვებმა წარმოადგინეს  პრეზენტაციები მოწვეული სასკოლო საზოგადოებისა, მშობლების და პარალელური კლასელების წინაშე და გაემგზავრნენ მიზნობრივ გაკვეთილ-ექსკურსიაზე  ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალ უფლისციხესა და .გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.
ბავშვებმა შეაფასეს გჯუფის წევრების მუშაობა წინასწარ არსებული და ცნობილი კრიტერიუმებით DOCS.GOOGLE.COM-ის მეშვეობით მატი ჯგუფის წევრების ჩართულობისა და ერთობლივ საქმეში შეტანილი წვლილის მიხედვით.
ღმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ პროექტზე მუშაობამ ბავშვებში აამაღლა გარემოზე ზრუნვის ცნობიერება და მომავალში ისინი პირნათლად შეასრულებენ იმ მოთხოვნებს, რასაც გარემოზე ზრუნვა ჰქვია.







No comments:

Post a Comment