სასწავლო რესურსი- „მაგიური კუბი“-ინსტრუქცია
მაგიური კუბი
წარმოგიდგენთ კუბს, რომლის 5 წახნაგზე დატანილია რიცხვები. თითოეული წახნაგი წარმოადგენს კვადრატს, რომელზედაც 9 რიცხვია. მათი დიაგონელზე, სვეტსა და სტრიქოში შეკრებით ვღებულობთ ერთსა და იმავე ჯამს. მაგალითად მწვანე კვადრატში უნდა მიიღოთ - 15, წითელში - 48,ლურჯში - 240, შავზე-180, ხოლო ნარინჯისფერში - 300. კუბის აწყობა ისეთი მარტივი არაა, რაც ერთი შეხევით ჩანს, რადგან წიბოებზე მეზობელი წახნაგების რიცხვებია და შესაბამისად თუ ერთ-ერთი ციფრი მაინც დაარღვევს წყობას, სხვების აღარ აეწყობა.
შეეცადეთ ააწყოთ კუბი, ისე რომ წახნაგებზე მიიღოთ შემდეგი ციფრთა ჯამი:
მწვანე კვადრატში უნდა მიიღოთ - 15, წითელში - 48,
ლურჯში - 240,
შავზე-180,
ნარინჯისფერში - 300.
მწვანე-15
|
4
|
9
|
2
|
|
3
|
5
|
7
|
|
8
|
1
|
6
|
ლურჯი-240
|
60
|
160
|
20
|
|
40
|
80
|
120
|
|
140
|
0
|
100
|
წითელი-48
|
17
|
14
|
17
|
|
18
|
15
|
15
|
|
13
|
19
|
16
|
შავი-180
|
50
|
100
|
30
|
|
40
|
60
|
80
|
|
90
|
20
|
70
|
ნარინჯისფერი-300
|
40
|
140
|
120
|
|
180
|
100
|
20
|
|
80
|
60
|
160
|
დაწყებითი. ამ საფეხურზე,
მიმართულების ძირითადი
მიზანია გეომეტრიული
ობიექტების ურთიერთგანლაგების აღწერისა და
დემონსტრირების უნარის განვითარება;
გეომეტრიულ ობიექტთა
კომპონენტების ამოცნობისა
და მათი
ურთიერთმიმართების აღწერის უნარის განვითარება;
ატრიბუტების მიხედვით
ფიგურათა დაჯგუფების,
სიტყვიერი აღწერილობის
მიხედვით ფიგურის
ამოცნობისა და
მისი მოდელის
შექმნის უნარის განვითარება
IV კლასი
მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი და სივრცული ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა
ინდიკატორები
·
ნიმუშის მიხედვით ქმნის მითითებული სივრცული ფიგურის მოდელს ან კარკასს სხვადასხვა მასალის გამოყენებით;
·
სივრცული გეომეტრიული ფიგურების მოდელებისაგან ქმნის მითითებულ კონფიგურაციას/ფიგურას; ანაწევრებს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის გრაფიკულ გამოსახულებას ან მოდელს მითითებული ფიგურის/ფიგურების მისაღებად.
მათ.V.7.
V კლასი
მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და გამოსახვა
·
ამზადებს მართკუთხა პარალელეპიპედისა და კუბის შლილს; მოცემული შლილის მიხედვით ამზადებს მოდელს და ასახელებს მიღებულ ფიგურას.
VI კლასი
მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა
ინდიკატორები
·
სახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპს მისი მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით (მაგალითად, წახნაგების ფორმა და რაოდენობა);
·
აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით. (მაგალითად, მართკუთხა პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო);
·
ამზადებს სივრცული ფიგურის შლილს; განასხვავებს სივრცულ ფიგურებს მათი შლილების მიხედვით
.სივრცული ფურების
სწავლება ყველა ეტაპზე მიმდინარეობს, თუმცა უფრო აქტუალური მე-4 კლასიდან ხდება.
მოსწავლეები ეცნობიან სივრცული ფიგურების თვისებებს, წიბოების, წახნაგებისა და წვეროებს.
სიბრტყულ ფიგირებს კარგად იცნობენ. კუბიც ის ფიგურაა რომლის წახნაგები კვადრატებს წარმოადგენენ.
მათ
შორის ურთიერთმიმართებების უკეთ დასამყარებლად გადავწყვიტე VI მოსწავლეებთან ერთად შემექმნა
რესურსი, რომელიც გაუადვილებდა სივრცული ფიგურის აღქმას, ლოგიკური უნარების განვითარებას.
კუბის წახნაგები კვადრატებია, რომელზედაც რიცხვი
მაგიური შესაკრებების სახითაა წარმოდგენილი. დიდი კუბის შემადგენლობაში 27 პატარა კუბია.
5 წახნაგზე რიცხვებია, რომელთა ფერების დაჯგუფებით, რიცხვების გარკვეული თანმიმდევრობით
დაწყობითა და წახნაგების შეერთებით ვიღებთ კუბს რომლის ყველა წახნაგზე მაგიური
რიცხვთა ჯამია.
რესურსი
თავდაპირველად დააზადეს ქაღალდის კუბის შლილებისგან, დაგვჭირდა შლილის ამობეჭდვა ინტერნეტიდან,
გამოჭრა, დაწებება და მარკერით რიცხვების დაწერა. ეს რესურსი მოვამზადეთ მათემატიკური
ფესტივალის „პი“ -ს დღესთან დაკავშირებით. ამ რესურსმა სასკოლო საზოგადოების მოწონება
მიიღო და გადავწყვიტეთ ფესტივალზე მისი გატანა. იმის გამო , რომ ქაღალდის რესურსი მრავალჯერადი
გამოყენებისთვის სუსტი იყო, მშობელთა რესურსის დახმარებთ დავამზადეთ ხის კუბები. მისი
მრავალჯერადი დაშლა-აწყობა შესაძლებელი გახდა და დროის გამოცდასაც გაუძლებს.
გაკვეთილებსა და ფესტივალზე
რესურსმა მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყო, ყველა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი აქტივობაში ჩართვისთვის. მივაღწიე სასწავლო მიზანს, მოსწავლეებმა ისწავლეს წახნაგის, წიბოს, წვეროების განსხვავება, რასაც ზეპირი ახსნით ან ილუსტრაციაზე ჩვენებით ნაკლებად შეძლებდნენ. რა თქმა უნდა დამატებით რესურსად ვიყენებ სივრცულ მოდელებს და ფერად ილუსტრაციებს.
რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი, სწავლის უნარების, მათემატიკური წიგნიერების განვითარებას.
იხ.ფოტო-ვიდეო
მასალა:







No comments:
Post a Comment